რეზონანსი
03.07.2024

უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, „ეკონომიჩესკაია პრავდა" ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, კორპორაცია Ukrvinprom-ში გაერთიანებული მეღვინეები, კიევს მოუწოდებენ, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის იმ მწარმოებლებს სანქციები დაუწესდეს, რომელთა პროდუქციაც, მათივე თქმით, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იყიდება.

სანქციების დაწესების წინადადებით Ukrvinprom-მა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართა.

Ukrvinprom-ის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ კუჩერენკომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში საბაჟო პროდუქციას უკრაინაში არ შეუშვებს და აღნიშნა, რომ ქართული და სომხური ღვინისა და კონიაკის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×