რეზონანსი
17.05.2024

მსოფლიომ დაინახა, რომ მთელი საქართველო გამოვიდა ოჯახის სიწმინდის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად. ეს არის ზეიმიც და პროტესტიც იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც დღეს ჩვენს განადგურებას ცდილობს, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დღეიდან ეკლესიის შეურაცხყოფას და საქართველოს ღირსების შელახვას ვერავინ გაბედავს.

„თუ რა ძალა აქვს რწმენას, რა სიყვარული აქვს ჩვენს პატრიარქს ხალხისგან, რა ძალა აქვს იმ ხელისუფლებას, რომელიც ქართველი ხალხის სულისკვეთებას ასახავს, დღეს ყველასათვის ნათელია. ეს არის დღე ერის და ბერის ერთიანობის, სიმტკიცის, გამძლეობის და მომავლის რწმენის, რომ ქართველი ერი არ გადაშენდება.

საქართველო ვერ დააჩოქეს საუკუნეების განმავლობაში და საქართველოს ვერ დააჩოქებენ დღესაც. დღევანდელი დღე - ქუჩაში გამოსული თითქმის მთელი საქართველო ამის დასტურია.

მსოფლიომ დაინახა, რომ მთელი საქართველო გამოვიდა ოჯახის სიწმინდის და ეროვნული ღირებულებების დასაცავად. ეს არის ზეიმიც და პროტესტიც იმ ძალების წინააღმდეგ, ვინც დღეს ჩვენს განადგურებას ცდილობს. დღეიდან ვეღარავინ გაბედავს ჩვენი ეკლესიის შეურაცხყოფას და ჩვენი ქვეყნის ღირსების შელახვას!"- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×