რეზონანსი
17.05.2024

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.

"ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები.

ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს, წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×