რეზონანსი
17.05.2024

„ძალიან მაღალი დონის შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი კობახიძეს თურქეთში, რაც კარგად უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცეს და მაღალ დონეს", - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის" თავმჯდომარე, სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თურქეთის პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ საქართველომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„ძალიან მაღალი დონის შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი კობახიძეს თურქეთში, რაც კარგად უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცეს და მაღალ დონეს. თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი, რომლის პოლიტიკა სერიოზულად განაპირობებს იმას, რომ საქართველო ამ ტურბულენტურ გარემოსა და ეპოქაში ახერხებს, რაღაცნაირად შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×