ელზა პაპოშვილი
27.06.2024

ამ დრომდე უჭირთ ოზურგეთში, სოფელ გაღმა დვაბუზში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივებს მოტივზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ არ იციან რა გახდა მეზობლებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მკვლელობით და თვითმკვლელობით დასრულდა. 

სოფელ გაღმა დვაბზუს მაცხოვრებლები „რეზონანსს“ უყვებიან, 40 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მეზობელი, 70 წლამდე  მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი  სასაფლაოზე თავი მოიკლა. თანასოფლელები მომხდარზე არ საუბრობენ, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, ლ.ც. ოზურგეთში თბილისიდან დღეს ჩავიდა, მეზობელს მისივე ეზოში ესროლა და შემდეგ კი მამის საფლავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

„ზუსტად რა მოხდა ამ ორ ადამიანს შორის არავინ არ იცის. ამ ბიჭის დედა ემიგრაციაში ცხვრობს. ეს ბიჭი კი თბილისში ცხვრობდა. მამა გარდაცვლილი ჰყავს. რა მოხდა, რაზე იკამათეს, მოკლულმა რა უთხრა, არავინ არ იცის. მხოლოდ ამ ორ ადამიანს შორის არის ეს ამბავი დამარხული. 

„კაცი მოკლა, მაგრამ არ ვიცით მიზეზი. არასდროს კონფლიქტი არ ჰქონიათ და არც არაფერი გასაყოფი. ერთი ვერსიაა მხოლოდ ის, რომ ბიჭს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. მამამისსაც ეს ჰქონდა და მამიდამისიც ავად არის. შესაძლოა დაებინდა გონება და ვერც გაიაზრა რას აკეთებდა. როცა მიხვდა რა ჩაიდინა, შემდეგ თავი მოიკლა. სხვა მართლა მიზეზზე საუბარი გვიჭირს“, - ამბობს ადგილობივი „რეზონანსთან“. 

შსს-ს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა,შენახვა, ტარებას გულისხმობს.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×