რეზონანსი
14.06.2024

რაც 26 მარტს დაიწყო, ეს სიხარული, 18 ივნისს უნდა გაგრძელეს და ყველა იმედიანად ვუყურებთ ევროპის ჩემპიონატს, - ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„იცით, რომ მწვრთნელმა უკვე შეარჩია 26 ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს და მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მზადყოფნაში შეხვდეს სამივე ჯგუფური ეტაპის თამაშს. პროგრამა მინიმუმი, რა თქმა უნდა ყველამ ვიცით, რომ არის ის, რომ თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ. რაც 26 მარტს დაიწყო, ეს სიხარული, 18 ივნისს უნდა გაგრძელეს და ყველა იმედიანად ვუყურებთ ევროპის ჩემპიონატს", - აღნიშნა მუჯირმა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე ნაკრები 18 ივნისს, თურქეთს შეხვდება. მომდევნო შეხვედრები 22 და 26 ივნისს, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×