რეზონანსი
17.05.2024

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ცდილობს, რომ დააშენოს ერთგვარი შანტაჟის კამპანია, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია საერთო მიზანია და სპეკულაციები ქვეყანას აზიანებს.

„სალომე ზურაბიშვილი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ცდილობს, რომ დააშენოს ერთგვარი შანტაჟის კამპანია და ამ შანტაჟის კამპანიით შეეცადოს არჩევნებისთვის მომზადებას, რაც თავად განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი სწორედ შანტაჟის მეთოდებით ცდილობს, ქართველი ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს ის არის ევროპული იდეების ერთადერთი მატარებელი და ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა სურს. ეს ის საერთო მიზანია, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას - ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს სპეკულაციები ქვეყანას მხოლოდ აზიანებს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა „საქართველოს პირველ არხს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×