რეზონანსი
17.05.2024

გუ­შინ გარ­და­ბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ძმამ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დას ჯერ მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი 4-ჯერ და­არ­ტყა დანა.

ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 30 წლამ­დე შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვა იყო. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ამბობს, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

„საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა. გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა... ახლა ერთი პრობ­ლე­მაა: გო­გო­ნას ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, ბი­უ­რო­ში უთხრეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნე­თო, მაგ­რამ არა­ვის მიჰ­ყავს - არც გო­გოს ქმრის ოჯახს მიჰ­ყავს და არც მშობ­ლე­ბის ოჯახს. გო­გოს მამა იძა­ხის, ჩემი შვი­ლი ცი­ხე­ში მი­დის და სახ­ლში მო­ვას­ვე­ნოო?" - თქვა გარ­დაც­ვლი­ლის თა­ნა­სოფ­ლე­ლმა „ambebi.ge"-სთან.

ცოტა ხნის წინ შსს-მ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ზე გან­ცხა­დე­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა:

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ი. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი გარ­და­ბან­ში, თა­ვი­სი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გან­ზრახ და­ე­ჯა­ხა დას, 1995 წელს და­ბა­დე­ბულ შ.ი. - ს, რის შემ­დე­გაც მას და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად შ.ი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნ.ი. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "კ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×