რეზონანსი
19.05.2024

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის „მძიმედ დაშვების" შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, ვერტმფრენის მგზავრებს შორის ირანის პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

როგორც მთავრობამ მედიას განუცხადა, უამინდობის გამო ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას გაუჭირდა შემთხვევის ადგილზე მისვლა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელბშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.

შეგახსენებთ, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანიდან თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×