რეზონანსი
19.05.2024

უფლის აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. საქართველოში, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. მღვდელმთავარმა წირვის დასრულების შემდეგ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, რომ მათი გზით ვიაროთ, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ. ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში.

ჩვენ ვზეიმობთ კიდევ ერთ დღესასწაულს - ჯვართაღმართებას. ეს დღე დაწესდა წმინდა მოციქულ ნინოს, მეფე მირიანის და ეპისკოპოს იოანეს მიერ, როდესაც მათ დაასრულეს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა, განიზრახეს, რომ სამი ჯვარი აღემართათ", - განაცხადა მეუფე შიომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×