რეზონანსი
12.06.2024

ლარი დოლართან 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.71 თეთრით. 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8664 ლარია, ერთი ევროსი - 3.0834 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.16 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.11 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი გუშინ, 11 ივნისს.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართანაც და ევროსთანაც.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×