რეზონანსი
12.06.2024

BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და „ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის აზრით, არცერთი კანონი არ არის იმ ძალის, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადაახვევინოს.

ნინა კობახიძის თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთ ფორმას შეარჩევს, რომლითაც ისინი დაიჯერებენ და დარწმუნდებიან, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნამდვილად ძალიან სერიოზული მონაპოვარია და არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს", - აცხადებს ნინა კობახიძე გადაცემა „წერტილში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×