რეზონანსი
05.07.2024

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე.

ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი"; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია;

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების" ორგანიზატორი.

მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 - ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 - თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 - ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 - სიბელიუსის სახელობის კონკურსი(ჰელსინკი), I პრემია; 1970 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი); 1965 - მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, I პრემია (პარიზი); 1961 - მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, II პრემია 1957 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ( I კონკურსი); 1956 - რესპუბლიკის ფესტივალი, I პრემია საპატიო ნიშნის ორდენი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×