რეზონანსი
27.06.2024

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, წუხელ გვიან ღამით ხანძრის შედეგად, გია ცქვიტიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ასევე, მთლიანად დაიწვა სოფელ ახუთში თამაზ ვეკუას საცხოვრებელი სახლიც. სახლებიდან ვერ მოხერხდა საოჯახო ავეჯისა და ტექნიკის გამოტანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და

მერის მოადგილე ვალერი თოდუა.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ ოჯახებს მერიაში მოქმედი შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×