რეზონანსი
19.06.2024

თურქეთის ნაკრებთან 1:3 წაგებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელმა მატჩის შეფასების გარდა, Sky Sports-თან ინტერვიუში კომენტარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, გაცილებით მეტს ვიმსახურებდით. გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და ფეხბურთი ასეთია - შეცდომებს არ გპატიობს. 

ახლა მთავარია, ძველებური მონდომებით მუშაობა განვაგრძოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი კიდევ გვექნება. საკლუბო თემებზე ახლა არ ვისაუბრებ, რადგან მთლიანად ეროვნულ ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. დასრულდება კონტინენტის პირველობა და გადავწყვეტ, საბოლოოდ, „ნაპოლიში“ დავრჩები, თუ სხვა კლუბში განვაგრძობ კარიერას“- თქვა კვარაცხელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×