რეზონანსი
19.06.2024

უნგრელმა ოპოზიციონერმა მოღვაწემ, პიტერ მაგიარმა განაცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინაში იარაღის გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მანამდე „ევროპის სახალხო პარტიამ“ მხარი დაუჭირა თავის რიგებში ახალი ევროდეპუტატების შეყვანას, რომელთა უმეტესობა უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „პატივისცემა და თავისუფლების“ წევრები არიან.

„ჩვენ ვიზიარებთ [უნგრეთის] მთავრობის პოზიციას: ჩვენ არ გავაგზავნით ჯარს ან იარაღს უკრაინაში უნგრეთიდან. მოგეხსენებათ, უნგრეთის მგრძნობიარე მდგომარეობა ამ ომში“, - აღნიშნა პიტერ მაგიარმა.

„ვფიქრობ, „ევროპის სახალხო პარტიას“ ესმის უნგრეთის განსაკუთრებული, მგრძნობიარე სიტუაცია ამ ომში. მაგრამ ჩვენ ყველა სხვა ხერხითა და ინსტრუმენტებით, რა თქმა უნდა, [უკრაინელ ხალხს] დავუჭერთ მხარს“, - დასძინა მან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×