რეზონანსი
19.06.2024

თიბისის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია, იწყებს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტს - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“.

21 ივნისიდან 26 ივლისის ჩათლით აზროვნების აკადემიის ლექტორები - მარინა კაჭარავა, ზურა მხეიძე, ანდრო დგებუაძე, რეზო კორინთელი, ნინო ბუაძე და დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ესტუმრებიან საქართველოს ათ რეგიონს. მომხსენებლები, ისაუბრებენ ისეთ აქტუალურ და საჭირო თემებზე, როგორებიცაა: თვითშეფასება, სტრესის მართვა, ურთიერთობები, ოჯახი და მისი ფუნქციები და სხვა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: საჩხერე, ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თელავი, გურჯაანი, მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი და ფოთი.  შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.

შეხვედრების პირველ ნაწილს ექნება ინფორმაციული ხასიათი, ხოლო მეორე ნაწილი კი ინტერაქციას დაეთმობა, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მომხსენებელს დაუსვას თემის ირგვლივ მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები.

შეხვედრებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე!

დეტალური ინფორმაცის მისაღებად და შეხვედრებზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×