რეზონანსი
19.06.2024

ლაშა დვალმა თურქეთთან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი შეაფასა.

„თავიდან თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ და მოწინააღმდეგემ გოლის გატანა მოახერხა. ამის შემდეგ მდგომარეობა გამოვასწორეთ, ანგარიში გავათანაბრეთ და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ, მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, რომ ეს გახდა წაგების ერთ-ერთი მიზეზი. თურქებმა ორი გოლი საჯარიმოს გარედან გაგვიტანეს - ორივეჯერ მეტოქის ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად ძალიან კარგად ითამაშეს.

წაგების მიუხედავად, კარგი თამაში ვაჩვენეთ და ახლა ჩეხეთთან მატჩს მოუთმენლად ველოდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი გამარჯვება მოვუტანოთ.

სტადიონზე თურქი გულშემატკივარი სიმრავლე შესამჩნევი იყო, მაგრამ ქართველი ქომაგების თანადგომას მაინც ვგრძნობდით და მინდა, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო - მომდევნო შეხვედრაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევრო 2024-ზე პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×