რეზონანსი
22.06.2024

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩე­ბი ქარ­თვე­ლი ქო­მა­გე­ბით არის გა­დავ­სე­ბუ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მატ­ჩამ­დე სა­ა­თე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩვე­ნი ქო­მა­გე­ბის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბაა გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ­ში.

ჰამ­ბურ­გის ქუ­ჩებ­ში ის­მის სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი, შე­ძა­ხი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ას­რუ­ლე­ბენ ეროვ­ნულ ცეკ­ვებს. ქო­მა­გე­ბი მალე მსვლე­ლო­ბას და­ი­წყე­ბენ. გერ­მა­ნი­ის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ხუთ­ჯვრი­ა­ნი დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს.

„დი­ლი­დან ვი­წყებთ შე­მარ­თე­ბით, რომ შევ­ქმნათ გა­მარ­ჯვე­ბის დღე. ომა­ხი­ა­ნად მი­ვე­მარ­თე­ბით სტა­დი­ო­ნის­კენ" - ამ­ბო­ბენ ჰამ­ბურ­გში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბი.

ჰამ­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბი­ან ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც. ცოტა ხნის წინ ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას­თან ერ­თად ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნი და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ჩა­ნან. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ გერ­მა­ნულ ბო­რან­ზე ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ის­მის.

„და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, ჰამ­ბურ­გში, ბო­რან­ზე ამას ვუს­მენთ" - წერს ნა­ნი­კო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დღეს ჩე­ხე­თის ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მატ­ჩი ჰამ­ბურ­გში თბი­ლი­სის დრო­ით 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მატ­ჩი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა.

EURO 2024-ის მატ­ჩე­ბის ღია ჩვე­ნე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­ში დიდ ეკ­რა­ნებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყვე­ლა თა­მაშს აჩ­ვე­ნე­ბენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×