რეზონანსი
12.06.2024

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - წერს უკრაინის გენშტაბი „ტელეგრამზე“.

გენშტაბის ცნობით, დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული მეორე სარაკეტო დარტყმაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×