რეზონანსი
19.06.2024

ადვოკატი ზვიად კორძაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

„ასე იცის მწვთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის. როცა გაყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე. მოკლედ, სანიოლმა წააგო ეს თამაში.

ბიჭებს მადლობა, იომეს იბრძოლეს და რაც მთავარია კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე დიდ გუნდს რატომ არ აყავს, არ მესმის.

არა უშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო", - წერს ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×