რეზონანსი
13.06.2024

13 ივნისს, ღამის 12 საათზე ახალციხეში, თამარაშვილის 29-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მთლიანად მოედო სახურავს. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. შენობიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი კორპუსის სახურავზე დაახლოებით 00:00 საათზე გაჩნდა. ადგილობრივების თქმით, კორპუსიდან უკვე ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

„სახლში ვიყავი, კარებზე დამიკაკუნეს ხანძარიაო და გავიქეცით. რა მოხდა არ ვიცით...“, - განუცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

„სამხრეთის კარიბჭე“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×