რეზონანსი
19.05.2024

ისრაელის ომის კაბინების მინისტრი ბენი განცი გადადგომით იმუქრება, თუ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სექტორისთვის ომის შემდგომ გეგმას არ შეიმუშავებს.

ისრაელის ომის კაბინეტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჰამასი ღაზას სექტორთან მდებარე კიბუცებს თავს დაესხა.

განცმა ვადად 8 ივნისი დაასახელა, რათა შემუშავებულ იქნას გეგმა ექვსი "სტრატეგიული მიზნის" მისაღწევად, რომელიც მოიცავს ღაზაში ჰამასის მმართველობის დასრულებასა და ამ ტერიტორიაზე მრავალნაციონალური ადმინისტრაციის შექმნას.

"თუ ეროვნულს პირადულზე მაღლა დააყენებთ, ჩვენში იპოვით ბრძოლის პარტნიორებს. მაგრამ თუ აირჩევთ ფანატიკოსების გზას და მთელ ერს უფსკრულამდე მიიყვანთ, იძულებული გავხდებით მთავრობიდან გავიდეთ", - თქვა მან

როგორც BBC წერს, განხეთქილება მზარდია იმის ფონზე, რომ ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს - სამხრეთის ქალაქი რაფაჰში და ჩრდილოეთის ქალაქ ჯაბალიაში, რომელიც ღაზაში ლტოლვილების ისტორიული ბანაკია.

რამდენიმე დღის წინ ომის კაბინეტის თავდაცვის მინისტრმა იოვან გალანტმა მოუწოდა ნეთანიჰუს საჯაროდ განაცხადოს, რომ ისრაელი არ გეგმავს, ღაზას სამოქალაქო და სამხედრო მმართველობის საკუთარ თავზე აღებას. გალანტის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საკითხი არაერთხელ წამოჭრა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

განცი და გალანტი ამბობენ, რომ ღაზაზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნება ისრაელის უსაფრთხოებისთვის რისკებს გაზრდის მაშინ, როდესაც კაბინეტის ულტრა მემარჯვენე წევრები ამბობენ, რომ ჰამასზე გამარჯვებისთვის კონტროლის შენარჩუნება აუცილებელია.

ექვს სტრატეგიულ მიზანს შორის განცმა დაასახელა ისრაელელი და უცხოელი მძევლების დაბრუნება, ამასთან პირველი სექტემბრისთვის დევნილი პალესტინელების დაბრუნება ჩრდილოეთ ღაზაში. გარდა ამისა, განცმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა გააგრძელოს საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზება

მინისტრის საპასუხოდ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამ მოთხოვნების შესრულება "ომის დასასრულსა და ისრაელის დამარცხებას, მძევლების უმრავლესობაზე უარის თქმას, ჰამასის ხელუხლებლად დატოვებასა და პალესტინის სახელმწიფოს შექმნას" გამოიწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×