ამ ქვეყანაში მოიძებნება რაღაც ჯგუფი, მართალია პატარა და მცირე, მაგრამ საკმაოდ მავნებლური, რომელიც ზეიმის დროსაც არ ივიწყებს თავის პოლიტიკურ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ზეიმის დროს მათ პატარა შანსი მაინც მიეცათ, რომ რაღაც მავნებლობა გაეკეთებინათ.
„ამ ქვეყანაში მოიძებნება რაღაც ჯგუფი, მართალია პატარა და მცირე, მაგრამ საკმაოდ მავნებლური ჯგუფი, რომელიც ამ ზეიმის დროსაც არ ივიწყებს თავის პოლიტიკურ ინტერესებს. ამ ადამიანებს არ ავიწყდებოდათ, რომ წარმოადგენენ გაერთიანებულ ნაციონალურ კლასტერს, წაგებულს, დამარცხებულს და ზეიმის დროს მათ პატარა შანსი მაინც მიეცათ, რომ რაღაც მავნებლობა გაეკეთებინათ", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.