რეზონანსი
28.06.2024

ვეტერანი მიხეილ ამისულაშვილი საქართველო-პორტუგალიის თამაშზე მომხდარ საოცარ ამბავზე წერს:

„მინდა ერთი მნიშვნელოვანი და საოცრად განმაცვიფრებელი რამ გითხრათ. ფეხბურთზე შესასვლელი ბილეთების ფასი თამაშის დაწყებამდის სტადიონზე ღირდა 250-300 ევრო. ძალიან ბევრი ქართველი იყო ჩამოსული, ძალიან ბევრი დარჩა გარეთ. თამაშის დაწყებული იყო უკვე 37 წუთი იყო დარჩენილი, გულშემატკივრები მაინც არ მიდიოდნენ. ამ დროს სტადიონიდან გამოვიდა ახალგაზრდა, ასე 34-35 წლის მშვენიერი ქალიშვილი. ღმერთმა დალოცოს მისი გამზრდელი, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე არ მოუშალოს უფალმა...

უბრალოდ ვკითხე ზედმეტ ბილეთი ხომ არ ჰქონდა შემთხვევით, თუ დამითმობდა 150 დოლარად. მიპასუხა, დამიცადე შეიძლება რამე მოგიხერხოო. წავიდა და 4 წუთში მობრუნდა, წყნარად გამოაცხადა 20 ადამიანი დადექითო. ფულს ვტენიდით გახარებულები ხელებში, არ გრცხვენიათო, თქვა ასე უბრალოდ...

ასე უფლისგან მოფრენილმა კეთილმა ფერიამ 20 გაწბილებული ქართველი შეიყვანა თამაშზე. სამწუხაროდ, ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ვერც სურათი გადავუღე, არც სახელი და ვინაობა მითხრა. სანამ ასეთი კეთილი ადამიანები არსებობენ, ასეთი ქართველები არსებობენ, არ გადავშენდებით, უფალმა სულ დალოცვილი, გახარებული, ბედნიერი გატაროს კეთილო უცნობო ფერია.

ვისაც ჩემთვის ბილეთი ჰქონდა აღებული, 25-ში გარდაეცვალა ბებია და ვერ ჩამოფრინდა. 250 ევროს საშუალება ნამდვილად არ მქონდა სამკურნალოდ წასულს, 100 ევროდ ვერ ვიყიდე ბილეთი. ვლოცულობდი უფალო მოახდინე სასწაული-თქვა, აკი ისმინა ჩემი ვედრება.

უფალმა გამომიგზავნა კეთილი ანგელოზი, მეც და იმ 19 გულანთებულ ქართველს, დიდება შენდა უფალო, უფალი მუდამ გვივლენს მფარველ ანგელოზებს. მუდამ მწამს უფლის, მხოლოდ უფლის მფარველობით გამოვიარე საშინელებები, ენით აუწერელი წამებები, მადლობელივარ უფალო ასეთი მფარველობით დიდება, მარადიული დიდება შენს ძალას და მფარველობას ჩემს სამშობლოსადმი“, - წერს მიხეილ ამისულაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×