რეზონანსი
11.05.2024

მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, რომელიც თელავში გაიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ევროპის განვითარებული სახელმწიფოები დემოგრაფიული კვდომის პროცესში არიან და განგაშის ზარი აქვთ შემოკრული.

„როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის შეზღუდვასა და აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზეც ადამიანის დეგრადირებას და მენტალურ დეგრადირებასაც. ამიტომ დღეს ევროპა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე,რომ რაღაცნაირად ამ პრობლემას უნდა მოევლოს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×