რეზონანსი
01.06.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, გასულ ღამეს პარტიის ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ.

„ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა. დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.

ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება! საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×