რეზონანსი
31.05.2024

ჯაშუშობა სხვა არაფერია, თუ არა სხვა ქვეყნის დავალების შესრულება შენი ქვეყნის წინააღმდეგ., - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

„ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო. ჯერ არც ამოქმედებულა და უკვე გამოაშკარავა ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან უცხო ძალას, უცხო ძალების დირექტივებით მოქმედებენ და ამას არც მალავენ. ბოლო პერიოდში ისინი ღიად საუბრობენ. მაგალითად, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ გააგრძელებს უცხო ქვეყნების დავალებების შესრულებას. სხვადასხვა ადამიანმა, ვინც პირდაპირ ფინანსდებიან უცხოეთიდან და პირდაპირ არიან ჩაბმული ამ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, მათ პირდაპირ აღიარეს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, გურამ მაჭარაშვილმა ძალიან სწორი მუხლი გამოიყენა.

ამ კანონის პრინციპი ისაა, რომ გამჭვირვალე უნდა გახდეს ეს ყველაფერი. ზუსტად ამ გამჭვირვალობას ეწინააღდეგებოდნენ და ტყუილებით კვებავდნენ გულწრფელ საზოგადოებას. ეს ყველაფერი გამოაშკარავდა. მათ უკვე გადააბიჯეს იმ ზღვარს, როცა მალავდნენ ამ ყველაფერს. გამოვლინდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც პირდაპირ უცხო ქვეყნიდან იღებს და ასრულებს დავალებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჯაშუშობა სხვა არაფერია, თუ არა სხვა ქვეყნის დავალების შესრულება შენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი გუნდის მხრიდან, დანარჩენი სამართლებრივი სტრუქტურების საქმეა", - აღნიშნა კაჭარავამ.

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×