რეზონანსი
17.05.2024

რა არის ვენეციის კომისია და რატომ ველოდებით მის დასკვნას? რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, ისინი მარტივ პასუხებს იძლევიან ამ კითხვებზე. რეალობა რომ ვიცოდეთ: ვენეციის კომისიის დასკვნებს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, „გამჭვირვალობის კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

ის დეტალურად განმარტავს „ვენეციის კომისიის“, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის ფუნქციებს და დასკვნის მომზადების პროცედურებს.

ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებლის კითხვაზე კი, "თუ ვენეციის კომისიამ ამ კანონში შენიშვნების სახით გასცა რეკომენდაციები, მთავრობა დათანხმდა ამ შენიშვნების გათვალისწინებას, მაშინ რა ხდება, უნდა მივაღებინოთ ეს კანონი?", მენაბდე პასუხობს:

„კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×