რეზონანსი
25.06.2024

დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ ნაკრების შეკრების დროს გერმანიაში ცოტნე ივანიშვილის ჩასვლა და ფოტოს გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს. მისი თქმით, ფეხბურთელებს ფოტოს გადაღებას ვერავინ დააძალებდა.

ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა, როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის შვილი ფეხბურთელებთან, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებიან.

"ჯერ ერთი, აბსოლუტურად არ წარმოადგენს პრობლემას, რომ თუ არის შესაძლებელი, ჩვენ დროსაც, ნებისმიერ დროს ხდებოდა ამა თუ იმ პიროვნებასთან შეხვედრა ორმაგი სურვილიდან გამომდინარე, თუ მოხდებოდა შეთანხმება ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელებთან, ადამიანებს შეეძლოთ ჩვენთან შემოსვლა. აქ უამრავი ასეთი ფაქტი არის ჩემს ცხოვრებაშიც, ჩვენი შეკრებების დროს, მითუმეტეს როცა სასტუმროში ხარ, არის იმის საშუალება, რომ ნებისმიერ ადამიანთან გქონდეს ურთიერთობა. არ ვთვლი ამას პრობლემად, თუ ეს შეთანხმება ფეხბურთელებისგან და მწვრთნელებისგან იყო, ეს მათი სურვილიდან გამომდინარე იქნებოდა. თუ ფეხბურთელს არ უნდა მას ვერ დააძალებენ ფოტოს გადაღებას", - თქვა ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×