რეზონანსი
12.06.2024

2023 წელს სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„საანგარიშო პერიოდში სუს-ი განაგრძობდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ძალოვანი უწყებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, რადგან ცალკეული ქვეყნების სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესის სფეროში კვლავ შედიოდა საქართველოს ძალოვანი უწყებების საქმიანობა“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ამასთან, როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დაფიქსირდა უცხოური და ქვეყანაში მოქმედი ცალკეული ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალ სატრანსპორტო მარშრუტებთან დაკავშირებით.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით, შეცვლილი ტენდენციებისა და გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, დაფიქსირდა უცხოური და საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფების და ძალების მხრიდან მზარდი დაინტერესება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ასევე ცალკეული ქვეყნების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მხრიდან მიმდინარეობდა ახალი ბიზნეს პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მცდელობები.

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახური ატარებდა აქტიურ ღონისძიებებს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის პრევენციისა და მათი დირექტივებით მოქმედი კერძო ორგანიზაციების გამოვლენის მიმართულებით“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×