რეზონანსი
18.06.2024

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩს.

მანვე, თავის პოსტში, მადლობა გადაუხადა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის.

„ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.

მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!",- წერს კალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×