რეზონანსი
26.06.2024

გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი ღაზაში მიმდინარე ომის რეგიონში შესაძლო გავრცელების საფრთხით შეშფოთებულია.

მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ღაზაში მიმდინარე ომის შესაძლო გავრცელებით რეგიონში, მათ შორის ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარების სააგენტოები მზად არიან ამ პერსპექტივისთვის.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა სააგენტომ განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე სულ მცირე 528 პალესტინელი, მათ შორის 133 ბავშვი მოკლეს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ შემდგომი ტრაგედიისა და სიკვდილის საფრთხით და მოვლენებით დასავლეთ სანაპიროზე, ასევე, რა თქმა უნდა, საფრთხეებით ლიბანში. ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, ჩვენ მზადყოფნაში ვართ. ეს არ არის პრობლემა, პრობლემა არის ამ ომის გაუარესების შეჩერება. ეს არის მთავარი საზრუნავი, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს",- განაცხადა გრიფიტსმა.

გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული წვდომის შეუფერხებლად მიწოდების მოთხოვნა კვლავ დგას.

„ჩვენ გვინდა, ყველა გადასასვლელი გახსნილი იყოს, გვინდა უსაფრთხოების პროტოკოლები, კონფლიქტის შეწყვეტა, რომელსაც შეგვიძლია, დავეყრდნოთ", - განაცხადა გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×