![](rubrics/rubs37/artc207190/a1718874414.jpg)
თბილისში ახალგაზრდა კაცს, პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონი. კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა.
როგორც „ფორტუნას“ დაკარგული კაცის მეუღლემ, ირმა მალაციძემ განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით პოლიცია უკვე ინფორმირებულია.
„ჩვეულებრივი დღე იყო, სტუდენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, მეც ვესაუბრე, მას შემდეგ ტელეფონი გათიშული აქვს, ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის“, – აცხადებს მეუღლე.