რეზონანსი
02.06.2024

როგორც წინა სტატიებში აღვნიშნავდით, ამერიკის სასამართლო მოწყობა და პროცესუალური სამართალწარმოება განსხვავებულია ბრტიტანული და ევროპული კანონმდებლობისაგან და იერარქიისა და კონსტრუქციის მიხედვით გაცილერბით მრავბალფეროვანია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ამერიკაში ცალკე ინსტანციის სახით ფუნქციონირებს სამხედრო საქმეთა და ვეტერანთა საქმის სააპელაციო სასამართლოები, ფედერაციული და რეგიონალური სააპელაციო ინსტანციები და ა.შ. 

ამვარ ერთეულთა სიმრავლეს თუ ტიპოლოგიური ნიშნით დავყოფთ, მაშინ ისეთი ორი სახის იერარქიას მივიღებთ, როგორიცაა შუალედური და ცენტრალური სასამართლოები, სადაც შუალედურად მოაზრებული იქნება ყველა სახის სააპელაციო სასამართლო, ხოლო ცენტრალურ სასამართლოდ კი უზენაესი და ამავე დროს საბოლოო ინსტანცია. 

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში პირველი ინსტანციის სტადიაზე აუცილებელია ხალხის წარმომადგენელთა მონაწილეობა, აპელაციური განხილვები მათ გარეშე მიმდინარებს და მხოლოდ პროფესიონალი იურისტი მოსამართლეები მონაწილეობენ. მაგალითად, შუალედურ სააპელკაციო ინსტანციებში სააპელაციო საჩივრის საქმეებს იხილავს კოლეგიალურად, რომერლიც სამი მოსამართლისაგან შედგება, ხოლო უზენაესი სასამართლოს პალატა საქმის კატეგორიისა სიმძიმის მიხედვით შედგება ზოგჯერ 5 მოსამართლის, 7 მოსამართლის ან კიდევ 9 მოსამართლისაგან. 

გარდა ამისა, ტერიტორიული მოწყობის მიხედვით, რადგან ამერიკა შტატებადაა დაყოფილი, ამიტომ ორსაფეხურიანი სააპელაციო სისტემა მოქმედებს, სადაც პირველი საფეხურის სააპელაციო სასამართლო იხილავს სააპელაციო საჩივრებს დავის საგნისა და ფარგლების მიხედვით, ხოლო შტატის უმაღლესი სასამართლოს აპელაცია კი მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, რომლებიც მიმართულია და ემსახურება სამართლის განვითარებას ან კიდევ დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნიათ. 

საჩივრის შეტანა ხდება სააპელასციო სასამართლოში, რომლის საფუძველზე გამოიცემა სასამართლო ბრძანება ამ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოდან გამოთხოვის თაობაზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე აპელაცია სავალდებულოა ზოგიერთი შტატის კანონის მიხედვით. ფედერალური კანონის მიხედვით კი, ამერიკული ფედერალური სასამართლო მოწყობა ითვალისწინებს სახელმწიფო ტერიტორიის დაყოფას ფედერალურ სააპელაციო ოლქებად და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (სულ ასეთია ოთხი ფედერალური ოლქი), მათი მოწყობა ძირითადად ემთხვევა შტატების მიხედვით ფედერალულ ტერიტორიულ დაყოფას (Уилиам Берпам. Правовая система США. М. Новая юстиция. Стр. 296-300). 

გარდა აღნიშნულისა, უნდა ითქვას ისიც, რომ თავად უზენაესი სასამართლო საქმეებს იხილავს როგორც პირველი ინსტანციის წესით, ასევე აპელაციურად. 

რაც შეეხება სააპელაციო პროცედურებს, იგი განსხვავებულია ევროპულისაგან და უფრო დეტალურად და მკაცრადაა რეგლამენტირებული. კერძოდ, სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ, მხარეები ვალდებულნი არიან სასამართლოს წარუდგინონ ე.წ. საპროცესო ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც მხარეებს საამართლოში პირველი გამოსვლისათვის ეძლევათ ზეპირი გამოსვლის დროს 15 წუთიდან 30 წუთამდე. 

ასეთი წესი იმით აიხსნება, რომ წერილობით ჩანაწერებში ყურადღება გადატანილია ძირითად ასპექტებზე, რომელთა დასაბუთება წარმოებს ზეპირ გამოსვლებში და რადგან სააპელაციო განხილვას არც ხაკლხი ესწრება და უმრავლეს შემთხვევასი, არც კლიენტურა, ამიტომ განხილვა წმინდა პროფესიონალურ წრეში მიმდინარეობს და მხოლოდ სამართლებრივი (მატერიალურ-პროცესუალური) ხასიათი გააჩნია. 

აქვე ისიც უნდა აღნინიშნოს, რომ ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტები სააპელაციო წესით არ საჩივრდება. 

სააპელაციო ინსტანციაში საჩივრის შეტანის უფლება გააჩნიათ ადვოკატებს, მსჯავრდებულებს და პროკურორებს. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციდან გამომდინარე, ამ ინსტანციაში მხოლოდ იმ პროკურორს აქვს აპელაციის შეტანის უფლება, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. 

სააპელაციო ინსტანციაზე პროკურორი გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლის სახელით და იგი დამოუკიდებელი საპროცესო ფიგურაა (საპროცესო პირია) და მას ამ საპროცესო სტატუსში არ ჰყავს ზემდგომი პროკურორი, რომელიც ზემდგომია მხოლოდ პროკურატურის ორგანოს სისატემის შიგნით და არა სასამართლოში. 

სააპელაციო სტადიაზე ასევე განსხვავებულია მსჯავრდებულის მონაწილეობის ხარისხიც. მაგალითად, თუ პირველ ინსტანციაში ბრალდებული აღიარებს ბრალად შერაცხულ დანაშაულიში თავის ბრალეულობას, მაშინ მას უფლება აღარ ეძლევა გაასაჩივროს აპელაციაში განაჩენი და მხოლოდ იმ ნაწილში შეუძლია საჩივრის შეტანა, რომელიც უკავშირდება მატერიალური ნორმების არასწორად გამოყენებას ან კიდევ პროცესუალურ დარღვევებს. 

ამ წესთან მიმართებაში არსებობს იშვიათი გამონაკლისიც, მაგალითად,ზოგიერთ შტატში ბრალდებულის მიერ თავისი ბრალეულობის აღიარება მას უფლებას ანიჭებს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის (Гуценко К.Ф. Уголовный процесс западных государств. М. зеркало. 2001. стр. 285-290).

განსხვავებულია ამერიკული პროცესუიალური მიდგომები საპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებითად. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საჩივრის დასაშვებობის სტადიას საერთოდ არ იცნობს ამერიკული პროცესუალური სამართალი, ანუ ცალკე სტადია არ არსებობს იმის თაობაზე მიიღოს თუ არა სასამართლომ საჩივარი იმ კრიტერიუმების ფარგლებში, რაც დასაშვებობისთვისაა დადგენილი. 

საქმე ისაა, რომ აპელაციის მიზანი მხარეთა პროფესიონალურ დაინტერესებას ემსახურება, რათა გამოსწორფებული იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდომა. ამიტომ ადვოკატი (მსჯავრდბული) და პროკურორი მოწოდებული უნდა იყვნენ, რომ დაეხმარონ სააპელაციო სასამართლოს განსახილველ საქმეში სამართლიანობის მიღწევის სათანადოდ ხელშეწყობაში. აქედან გამომდინარე, წყალ-წყალა და ფორმალური სიცარიელის მოვალეობით შეტანილ სააპელაციო საჩივრებს უკან უბრუნებს ავტორს სააპელაციო სასამართლო. 

ჩვეულებრივი სააპელაციო შემთხვევების გვერდის ავლით, ამერიკული სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოება საგანგებო აპელაციას ითვალისწინებს, რომელსაც ახორციელებს ამერიკის უზენაესი სასამართლო ისეთ შემთხვევებში, როცა წარმოიშობა აუცილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პრაქტიკის დადგენისათვის პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე შეიძლება საგანგებო სააპელაციო სხდომის გამართვა, როდესაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთი და იგივე დავის საგანზე მიღებული ორი განსხვავებული გადაწყვეტილება და საჭიროა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დადგენა. 

რაც შეეხება საკითხს, თუ როდისაა შესაძლებელი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა, ეს საკითხი ისეთსავე წესით რეგულირდება, როგორც ევროპულ სისტემებში, როდესაც ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე თავად სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს ბრძანება საქმეზე ძველი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და ხელახალი სამართალწარმოების დაწყების თაობაზე.

ვალერი გელბახიანი, პატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×