რეზონანსი
29.06.2024

როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ განაცხადა ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს არაფერი აქვს დასაკარგი და მერვედფინალში ესპანეთთან აღფრთოვანებით ითამაშებს.

„ამაყი ვარ, აგრეთვე ძალიან გაოცებულიც, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა არ ველოდი სამჯერ ასეთ კარგ თამაშს. ისევე, როგორც პორტუგალიის წინაშე, ახლაც თამაშზე ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, მხოლოდ სურვილით, რომ ვითამაშოთ სწორად და გუნდურად. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. არაფერი გვაქვს დასაკარგი, მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთან. არაფრის მეშინია. ისეთი თამაშის წარმოჩენა რომც ვერ შევძლოთ, როგორიც პორტუგალიასთან იყო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა",- აღნიშნა სანიოლიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×