![](rubrics/rubs4/artc207357/a1719075721.jpg)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გუნდის ჩეხეთთან თამაშს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ისტორიული პირველი ქულა ევრო სარბიელზე!
დღეს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ის ფარგლებში, ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან ფრე, ანგარიშით 1:1 ითამაშა!
ჰამბურგის ვოლკსპარკშტადიონზე ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად, ბრძოლის ჟინითა და შემართებით ითამაშეს!
მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის!
მადლობა დღევანდელი დღისთვის!
წინ გამარჯვებისაკენ!
#მევარსაქართველო", - წერს გიორგი ამილახვარი.