რეზონანსი
27.06.2024

ევრო 2024-ის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირ­თა სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ლი­დე­რობს. მან სამ შეხ­ვედ­რა­ში სამი გოლი გა­ი­ტა­ნა და ერთი სა­გო­ლე გა­და­ცე­მა შე­ას­რუ­ლა.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად მთლად გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ შინ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის.

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე იგი­ვე ჟორ­ჟი, რო­გორც მას მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში ეძა­ხი­ან, ამ სე­ზო­ნის ნაკ­რე­ბის ვარ­სკვლა­ვია. ფრან­გუ­ლი მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მისი მშობ­ლე­ბის ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ შვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ნა­თია და ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე­ე­ბი ბედ­ნი­ე­რი მშობ­ლე­ბი არი­ან: "ჟორ­ჟი ჩვე­ნი ოჯა­ხის სი­ა­მა­ყეა, საფ­რან­გეთ­შიც და სა­ქარ­თვე­ლო­შიც“ - ასე იწყე­ბა მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებ­თან ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლე­ბიც შვი­ლის ფე­ნო­მენ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

ფეხ­ბურ­თე­ლის მშობ­ლე­ბი თბი­ლი­სი­დან არი­ან. "პირ­ვე­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, სი­ა­მა­ყეა", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი ერ­თხმად.

კო­ვიდ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შვი­ლის ნახ­ვას ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ, მაგ­რამ გი­ორ­გი ყო­ველ­თვის ხაზ­ზე იყო.

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვი­ყოთ კონ­ტაქ­ტზე. ის ყვე­ლა­ფერს გვიყ­ვე­ბა“, - დას­ძენს მო­თა­მა­შის მამა, ლაშა, ყო­ფი­ლი მოყ­ვა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მი­ქა­უ­ტა­ძის მშობ­ლებს შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა არ უკ­ვირთ. "ის პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ლი­ონ­ში, სენ-პრის­ტში თუ მეც­ში, ყო­ველ­თვის ბევრ გოლს იტან­და", - აღ­ნიშ­ნავს მა­მა­მი­სი, რო­მე­ლიც მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი იყო.

"სახ­ლში, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ასაკ­ში, ის მუდ­მი­ვად თა­მა­შობ­და, მე ვუ­თხა­რი: შენ ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბი“ - ამ­ბობს ლაშა მი­ქა­უ­ტა­ძე.

 ძვე­ლი გო­ნე­სის სტა­დი­ონ­თან მცხოვ­რებ­მა ჟორჟ­მა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­ლუ­ბო დო­ნე­ზე სწო­რედ FC Gerland-ში გა­დად­გა. 

"ბავ­შვო­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, გუ­ლუხ­ვი და პა­ტი­ო­სა­ნი ბიჭი იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ ფეხ­ბურთს უყუ­რებ­და. რომ იცო­დეთ, რამ­დენ­ჯერ გა­ტე­ხა მი­სა­ღე­ბის კარი", - იხ­სე­ნებს ნა­თია.

მო­ზარ­დო­ბა­ში ფეხ­ბურ­თი უკვე მისი ცხოვ­რე­ბა გახ­და. მატ­ჩე­ბი და ტურ­ნი­რე­ბი, ვარ­ჯი­ში. "ერთხელ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და და და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ვარ­ჯიშ­ზე წას­ვლას. მაგ­რამ ჩვენ არ გა­ვუშ­ვით თა­მა­ში! მუდ­მი­ვად სტა­დი­ონ­ზე იყო, მზე­ში, სი­ცი­ვე­ში თუ წვი­მა­ში..."

"მეც­ში" გა­დას­ვლი­სა და ("ძნე­ლი იყო მისი წას­ვლის ყუ­რე­ბა 17 წლის ასაკ­ში, მაგ­რამ ეს მის­თვის არა­სო­დეს დაგ­ვი­ნა­ხე­ბია, რო­გორ იმოქ­მე­და") ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სრუ­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ, ჟორ­ჟის მშობ­ლე­ბი ამა­ყე­ბი არი­ან. ასე­ვე გა­უ­ხარ­დათ, რო­დე­საც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მი­იწ­ვი­ეს, რო­მელ­საც ვილი სა­ნი­ო­ლი წვრთნის.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×