რეზონანსი
01.07.2022

სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკზე განცხადებას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ გვიშტიბში ლიკა გიორგობიანი დაიკარგა, გავრცელებულ სტატუსში აღნიშნულია, რომ ის ბოლოს 30 ივნისს 10:00 საათზე ნახეს.

„გუშინ დილით 10-ის ნახევრისთვის გავიდა სახლიდან გვიშტიბის ტერიტორიიდან, ბოლოს გვიშტიბში ეკლესიასთან ნახეს და მის მერე კვალი ქრება, თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ან დაინახეთ, შეგვეხმიანეთ, რა ეცვა ზუსტად არ ვიცით. დაგვეხმარეთ, თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გექნებათ!!!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაგკარგულის ქალის შესახებ სოციალურ ქსელში მისი დედაც წერს:

„მიშველეთ ხალხო. გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნდა... თუ ვინმემ ნახეთ, ან დაინახეთ ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, დამირეკეთ მომწერეთ... დე, ლიკუ თუ ამას კითხულობ გთხოვ, დამიბრუნდი. ყველაფერი მოგვარდება დე. მთავარია ცოცხალი გნახო,“- წერს ხათუნა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×