რეზონანსი
04.07.2024

მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები ხდება, საერთაშორისო საქმეებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ნამდვილად მოთხოვნადია. მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს წარმოადგენენ.

„სწორედ ეს გაერთიანებები წარმოადგენენ გლობალური განვითარებისა და ჭეშმარიტი მულტიპოლარულობის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალებს", - აღნიშნა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×