ელზა პაპოშვილი
19.06.2024

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან ნარკოტიკების ჩამდებები და მომხმარებლები საპროცესო შეთანხმების საფუძველზე წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან გაუშვებს. რაც შეეხებათ მსხვილ ნარკორეალიზატორებს, რომლებიც ჩამდებებს უკავშირდებოდნენ და დაფასოებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს აწვდიდნენ, ბრალს არ აღირებენ.   

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორია.

დაკავებულებს შორის რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. ყველაზე პატარა, 19 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ე.წ. დამდები იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ამარაგებდა საქართველოში მყოფ ნარკორეალიზატორებს მომაკვდინებელი ნივთიერებებით.   

უფლებადამცველის თქმით, სავარაუდო დამნაშავეთა ნაწილი წარდგენილ ბრალს მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარების მუხლში აღიარებს.

„ბრალი აქვს წაყენებული საქმის მასალების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით. ეს გახლავთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის. იყენებს დუმილის უფლებას. დააკავეს დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსთავში, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 17 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება", - ამბობს უფლებადამცველი.  

კიდევ ერთი ნაკოტიკების უპრეცედენტო საქმე გაიხსნა. საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში,  11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

„სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში,  წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა. აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერებების  შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება," - წერია განცხადებაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×