ელზა პაპოშვილი
20.06.2024

შანტაჟის ახალი ფორმა, რომლითაც 51 წლის მამაკაცი სოციალურ ქსელით გაცნობილ ქალს ატერორებდა. მათ ონლაინ რეჟიმში ვირტუალური სექსი ჰქონდათ, რომელიც მამაკაცმა ფარულად ჩაიწერა და შემდეგ ამ ჩანაწერებით ქალს აშანტაჟებდა.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებული სოციალურ ქსელში გაიცნო და მასთან ვიოდეზარით ვირტუალური სექსით დაკავდა. ირკვევა, რომ სექსტინგის ამსახველი ფოტო-ვიდეო კაცმა ფარულად გადაიღო და მოგვიანებით ქალს აშანტაჟებდა. ის ქალს ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ იმას არ გააკეთებდა, რაც მას სურდა, მაშინ ეს ფოტო და ვიდეო მასალა საჯარო გახდებოდა. ასევე მის ნათესავებს და ოჯახის წევრებს გაუგზავნიდა. 

„რეზონანსს“ წყარო უყვება, რომ ქალი მამაკაცმა უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანა და როცა მისი მუქარა და შანტაჟი ყოველდღიური სახის გახდა, მან დასახმარებლად პოლიციას მიმართა. 

„ქალმა ცხელ ხაზზე დარეკა და განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელით გაცნობილი მამაკაცი აშანტაჟებდა. ისინი ერთმანეთს რეალურად არასდროს შეხვედრიან. სოციალურ ქსელის მეშვეობით ცოტა ხნით კონტაქტობდნენ. 2024 წლის ინავრიდან მოყოლებული ქალი მამაკაცის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია. მათ ვირტუალური სექსი ჰქონდათ, რაც მამაკაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩაწერა. მამაკაცის ვინაობის დადგენის და მისი ჩხრეკის შემდეგ, მას ქალის ფოტო და ვიდეო მასალა აღმოაჩნდა“, - ყვება წყარო. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 1973 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით შეტყობინების მიღებისთანავე, კონფიდენციალურობის სრული დაცვით საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებულის პირადი ცხოვრების. საიდუმლოს ამსახველი მასალა, რომელიც სასამართლოს განაჩენის შემდეგ განადგურდება. ბრალდებული ა.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის იქნა დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×