რეზონანსი
29.06.2024

დნიპროში რუსული საოკუპაციო ძალების სარაკეტო იერიშს ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა კი, ჯერ უცნობია.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შენობის ოთხი სართული მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები, მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

დონეცკის რაიონის ქალაქ ჩასოვიარის აღმოსავლეთ რაიონებიდან კი, უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. ოფიციალური კიევის ცნობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქზე კონტროლისთვის ბრძოლა გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×