რეზონანსი
06.07.2024

ჟურნალისტი სალომე გოგოხია დაჭრილ კურიერთან დაკავშირებით მძიმე ინფორმაციას აქვეყნებს:

„ახლა ვიმყოფები ხეჩინაშვილის კლინიკა -ში, სადაც წევს ჩემი მამიდაშვილი, დაჭრილი წევს.

ჯერი დაახალეს დღისით, მზისით შუა ქალაქში, გლოვოს კუროერია და მიიტანა შეკვეთა და ვიღაც ნაბი@ვარმა მთვრალმა კაცებმა და კაიფში მყოფებმა სცემეს და მერე დაახალეს ჯერი. დაფშვნილია ძვლები ფეხის თითების, ტერფები, საჭიროებს გადაყვანას სხვა კლინიკაში რადგან ხეჩინაშვილში არ ჰყავთ შესაბამისი მიმართულების სპეციალისტი!

გვეუბნებიან სამ ტყვია მოხვედრილი წავიყვანოთ სახლში, თავიდან იცილებენ, და თქცენ მიიყვანეთ მერე რომელიმე კლინიკაშიო!!!

ამ ბიჭს, რომელიც ინახავს თავის მცირეწლოვან შვილს თავისი პატიოსანი შრომით, ხეჩინაშვილი კლინიკა იშორებს თავიდან, ირიდებს პასუხისმგებლობას! არ უზრუნველყოფს მისი რეფერალის წესით გადაყვანას შესაბამის კლინიკაში, რომელიც ჩართულია საყოველთაო პროგრამაში!!!

რამე რომ დაემართოს თემო სიგუას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თქვენ აგებთ პასუხს!

ყოველდღე გავაკეთებ თქვენზე პირადად რეპორტაჟებს! არ მოგასვენებთ.

აქამდე არ დაუჭერიათ დამჭრელები და ამასობაში დაჭრილ ადამიანს ასე იცილებენ თავიდან! გიჩივლებთ ყველგან! ისეთი გაცოფებული ვარ, ვერავის ვნიშნავ ვისაც ეხება“ - წერს ჟურნალისტი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×