რეზონანსი
16.06.2024

გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება" თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის, -ამის შესახებ პარტია „ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მისასალმებელია სალომე ზურაბიშვილის უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრა და მისი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.

„როგორც იქნა სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა შედგა. ეს მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის. გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება" თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილს, ვინაიდან, მან მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტ ზელენსკის პირდაპირ თავს ესხმის „ქართული ოცნება" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არადა, უკრაინაში არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს ბედი წყდება დიდწილად, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს. ამიტომ არის, რომ გამონაკლისის გარეშე, მთელი ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას. აქაც რომ ახერხებს „ქართული ოცნება", საკუთარი თავი დასავლურ, განვითარებულ სამყაროს მოწყვიტოს, ამაზე მეტი დასტური რა უნდა იყოს, რომ ეს გუნდი საერთაშორისო იზოლაციაში არის. 5 თვეში „ქართული ოცნება" აღარ უნდა იყოს მართვის სადავეებთან და ქართველი ხალხის ნება უნდა ასახოს მათ მიერ არჩეულმა დემოკრატიულმა ძალებმა",- განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×