რეზონანსი
05.07.2024

ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ გამჭირვალობის კანონის გავლენებზე და მის მიმართ ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ შეხვედრია ბიზნეს სექტორიდან წარმომადგენელი, ვისაც კანონზე კითხვები არ უჩნდება.

„ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ევროპული მომავალი უნდა და ზოგს ახლა სინდისი ქენჯნის, რომ მათი შვილები გარეთ იყვნენ და თვითონ დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებდნენ," - ამბობს ბიზნესმენი.

ივა ჭყონიას თქმით, რეალურად, არცერთ ბიზნესმენს რუსეთში დაბრუნება არ უნდა.

„კარგად აცნობიერებენ, რომ რა ცემა-ტყეპაც ახლა ამ კანონის გამო ქუჩაში იყო, იგივე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, რაც არავის არ მოსწონდა და ამის გამო მოხდა ცვლილება. დაუსჯელობის სინდრომი უფრო მეტად გააფუჭებს ხელისუფლებას, ასე რომ, ვფიქრობ ეს ერთ-ერთი განგაშის სიგნალია მით უმეტეს არცერთი გამოძიებული საქმე არ გვახსოვს. ადამიანებს სცემენ და ძალოვანი უწყების ერთ-ერთი პირი გამოდის და იმუქრება რომ მეორეჯერ უკეთესად ვცემდიო - ეს იყო შოკი წარმოუდგენელია, რომ ასე დაუცველი შეიძლება ვყოფილიყავი ჩემ ქვეყანაში. არ შემხვედრია არცერთი წარმომადგენელი ბიზნეს სექტორიდან ვისაც ამ კანონზე კითხვები არ უჩნდება და ვისაც, ის ცემა-ტყეპა ხიბლავს, რაც ქუჩაში ხდებოდა.

ბიზნესი ყოველთვის არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს, მოლოდინის რეჟიმშია, ამიტომ სანამ არჩევნები არ ჩატარდება დაკვირვებით უყურებს მოვლენებს. განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ ბიზნესი მოვლენებს დაკვირვებით უყურებს, რადგან რეალურად მაშინ ერთ-ერთი წარმატებული ხელისუფლება იყო იმ კუთხით, რომ დიდი რეფორმები გატარდა - ფაქტობრივად კორუფცია ნულის დონეზე იყო დასული, ევროპისკენ მივდიოდით და დიდი დახმარებებიც იყო, ბევრი რეფორმა ჩატარდა თუმცა ბევრი პრობლემაც დაგროვდა და მოხდა ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ საკმაოდ ფრთხილად ეკიდება ბიზნესი, რომ ნახოს რა მოხდება და ამის შემდეგ აწყობს გეგმებს.

ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ევროპული მომავალი უნდა და ახლა ზოგს ახლა სინდისი ქენჯნის, რომ მათი შვილები გარეთ იყვნენ და ისინი, გარკვეულ თითქოს დაბალანსებულ განცხადებებს აკეთებდნენ. შეძლება ვიღაცას რუსეთში აქვს გარკვეული თანხა ნაშოვნი ან ბიზნესი ჰქონდა, გადმოიტანა მაგრამ არავის სჭირდება იმ სიბინძურეში დაბრუნება", - ამბობს ივა ჭყონია.

წყარო: ბიზნეს მედია ჯორჯია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×