რეზონანსი
04.07.2024

ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს მხოლოდ მისი ყველა მიზნის მიღწევის შემდეგ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ განიხილავს ჯგუფის გაგზავნას, რათა მონაწილეობა მიიღოს არაპირდაპირ მოლაპარაკებებში „ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად.

ამასთან, ნეთანიაჰუმ ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განუცხადა, რომ „აშშ-ის გარეშე მსოფლიოში თავისუფლება არ არსებობს", რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „ისრაელის გარეშე მსოფლიოში ებრაელებისთვის უსაფრთხოება არ არსებობს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×