რეზონანსი
01.06.2024

არავითარი ახსნა და გამართლება შეიძლება ჰქონდეს ძალადობას, ბულინგს, ისეთ არაეთიკურ ქმედებებს როგორიც არის შვილებზე, ოჯახის წევრებზე ნადირობის გამოცხადება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ქართულ მენტალიტეტს არ უხდება, რადგან ეს არის უღირსი საქციელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.

„გავიხსენოთ, ბოლო პერიპეტიებთან დაკავშირებით ვინ წამოიწყო ასეთი კამპანიები. მარტივად აღმოაჩენთ, რომ ეს იყო ოპოზიცია. ეს იყო სისტემური პრობლემა, რადგან ასე მუშაობდა მთლიანად ოპოზიციური ძალა. ამას ყველა ეთანხმებოდა, არავინ გმობდა, არავინ ეწინააღმდეგებოდა.

ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ პოლარიზაცია არ გაღრმავდეს. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვაწყობს, ეს არის სამწუხაროდ ის, რაც შეიძლება აწყობდეს ოპოზიციას. როდესაც გადაახურებენ ტემპერატურას და პრობლემებს გააჩენენ ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდად განვითარების კარგი გარემო. არ შეიძლება მუდმივად ანთების რეჟიმში ცხოვრობდეს ეს ქვეყანა - უნდა ვცხოვრობდეთ ნორმალურ საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი მოწოდება", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რადიკალურ ძალებს რამდენი მცდელობაც ექნებათ, გამოავლინონ ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებიან მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებენ უმკაცრეს რეაგირებას მათგან და საზოგადოებისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×