რეზონანსი
03.07.2024

იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ "ოკუპანტი" და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი - ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შესწორების გარეშე ტექსტი ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

"რატომღაც ხდება ისე, რომ როდესაც უკრაინას, რაღაც სხვა საკითხებს ეხება საქმე, ყველა ჩვენგან ითხოვს, რომ საკუთარი თავის გადადების ფასადაც უნდა ვიყოთ რადიკალურები, რასაც ხშირად ვაკეთებთ და ეს რეზოლუციებში და შესაბამის ტექსტებში ჩვენი მხარდაჭერითაც აისახება ხოლმე. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, ჩვენი ინტერესების გატარებას რეზოლუციაში, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახებას ევროპის ოფიციალურ ტექსტებში, იქ რატომღაც ვიღაცები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ამას აიგნორებენ. კიდევ უარესს აკეთებენ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რომ ჩაწერეს, არც "ე.წ" დაუწერიათ და არაფერი - ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ ასეთი ტექსტი საერთოდ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ ამაში. ამ შესწორების გარეშე ეს ტექსტი ნამდვილად ნორმალური იყო, შემდეგ შეიტანეს შესწორება, შეარბილეს რუსეთის ნაწილი და ცალკე, ყოველგვარი არასწორი ციტირებით შეიტანეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ტექსტს, რა თქმა უნდა, ხელს ვერ მოვაწერდით და ვინც მოაწერა იმასაც შეეშალა", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ამავე თემაზე საუბრისას, დავითულიანმა აღნიშნა, რომ რეზოლუციაში დამატებული იყო საკითხი, სადაც ეწერა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება.

"იქ [რეზოლუციაში] თუ რუსეთის ჯარების გაყვანაზე ეწერა, პარალელურად რუსეთის მიმართ "ოკუპანტი" და სიმკაცრე, რომელსაც ვითხოვდით, არ იყო გამოვლენილი. ამასთან ერთად დამატებული იყო საკითხი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდება", - აღნიშნა დავითულიანმა.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

პარტიის ცნობით, რეზოლუციაში სახელწოდებით: „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა", კონკრეტული ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთო-სა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×