რეზონანსი
26.10.2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომიდან, სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას ქართული ჯარების კორდინატებს, განლაგებასა და დასაბომბ ადგილებს აწვდიდა. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ის თავის დროზე უნდა გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა.

„როინ შავაძის მკვლელობა რომ არ გამოიძიეს, როინ შავაძე ვინ იყო? ხო არ ბნელა მართლა, როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში რუსულ დაზვერვას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა 2012-ში  აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად, როგორც შკრილნიკოვი გაუშვეს, გევორქიანი გაუშვეს, რატიშვილი გაუშვეს და ასე შემდეგ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×